wishlist0

რეკრუტინგის ჰაბი

ტალანტების მოძიების ჰაბი
1200b 900b

 

რეკრუტინგის სააგენტოს ახალი ფორმატი

პროექტის მოკლე აღწერა

პროექტი ითვალისწინებს სპეციალიზირებული რეკრუტინგის მექანიზმების ინტეგირებას, რომლის ძირითადი ფუნქცია მდგომარეობს, სამსახურის მაძიებელთა მომზადებაში და შემდგომ დასაქმებაში-სექტორულ ჭრილში.

მეღვინეობა-მევენახეობისდარგში სამსახურის მაძიებელთა მომზადება განხორციელდება დღეისათვის შრომის ბაზარზე არსებული ყველაზე მოთხოვნად შემდეგი პროფილის სპეციალობებზე:

გაყიდვების მენეჯერი / სატელეფონო ოპერატორი / გაყიდვების კონსულტანტი / მერჩენდაიზერი / დისტრიბუტორი

კანდიდატების მომზადება მოხდება უფასოდ და თანამედროვე ტრენინგ-პროგრამების საშუალებით.

რეკრუტინგ ჰაბის ძირითადი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს - ჰაბის მიერ მომზადებული პერსონალის კომპანიებში დასაქმების ხელშეწყობა, ხოლო-დამსაქმებლის მიერ გადახდილი საკომისიო გასამრჯელო იქნება ჩვენი ანაზღაურების ნაწილი. 

v  პროექტის უპირატესობები

a)     -რეკრუტინგ ჰაბის სპეციალიზაცია კონკრეტული დარგობრივი სპეციალობების მიმართულებით და კანდიდატების მომზადების და დასაქმების მიმართ განსხვავებული მიდგომა;

b)    - მოთხოვნადი კადრების მომზადების უნიკალური პროგრამები და მომზადებული პერსონალის მაღალი კვალიფიკაცია და კონკურენტული უპირატესობები;

c)     - სამსახურის მაძიებელთა უფასო მომსახურეობა;

d)    - დამსაქმებელი კომპანიებისათვის, კადრების შერჩევასთან დაკავშირებული - დროის და კადრების მომზადების რესურსების ეკონომია;

მოცემული პროექტის რეალიზაციის შემთხვევაში, მიიღწევა „სინერგიის ეფექტი“, რომელიც მდგომარეობს სამსახურის მაძიებელთა მიერ მიღწეულ საკვალლიფიკაციო დონის და დამსაქმებელი კომპანიების მოთხოვნების თანხვედრას მევენახეობა-მეღვინეობის სექტორში.

ამასთან ერთად, მიღწეული იქნება სოციალური ეფექტი, ქვეყანაში არსებული უმუშევრობის ფონზე, ადამიანების მიერ მოთხოვნადი სპეციალობების მიღებით და რეალური დასაქმებით.

პროექტის ეკონომიკური პარამეტრები:

მომზადების ეტაპის დასახელება (კვირა)

1. რეკრუტინგ ჰაბის მხრიდან დარგით დაინტერესებული კადრების მოზიდვა - პირველი;

2. რეკრუტინგ ჰაბის მხრიდან ინდივიდუალიზებული კონტენტის მომზადება - მეორე; 

3. პერსონალის ანკეტირება და ხელშეკრულებების მომზადება - მესამე;

ტრენინგ-პროგრამების მოდულების წაყვანა - მეოთხე;

სარეკლამო მასალების განთავსება - მეხუთე;

შერჩეული პერსონალის მომზადება - მეექვსე;

დამსაქმებელ კომპანიებთან კონტაქტების დამყარება და საპრეზენტაციო მასალების გადაგზავნა - მეშვიდე;

დარგის წამყვან კომპანიებთან ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულებების გაფორმება - მერვე. 

 

 

მეღვინეობა-მევენახეობის დარგში კადრების გადამზადება წამყვან სფეროებში



to-top