“ღვინის გემო, არომატი, დეფექტები და ბაქტერიული დაავადებები”
სამაგიდო თამაშობებით სწავლების, მენტორობისა და ქოუჩინგის ჰაბი“ღვინის გემო, არომატი, დეფექტები და ბაქტერიული დაავადებები”
მიიღეთ საჭირო ცოდნა კომპლექსური არომატისა და გემოს მქონე ღვინის წარმოებისათვის.
ტრენინგს გაუძღვებიან:
მარიამ ხომასურიძე - პროფესორი, ენოლოგი.
მზია ბითაძე - ბიოლოგი.
ნინო გაგელიძე - მიკრობიოლოგი, პროფესორი.
ლექციები ჩატარდება აუდიტორიაში 18; 19; 20; 21 და 22 დეკემბერს. (აუდიტორიის მისამართს მოგვიანებით მოგაწვდით)
ლექციები დაიწყება 19:00 საათზე.
ღირებულება - 280 ლარი.
გაიცემა სერტიფიკატი ქართულ და ინგლისურ ენაზე.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე
https://forms.gle/Zj372ntiK5QvpyWu8
ან დაგვიკავშირდით:
577 122 118
info@zedashewine.ge
-----------
ტრენინგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
დღე - 18 დეკემბერი.
ღვინის შედგენილობა, ფერი, ჯიშური არომატი, დუღილისას და დავარგებისას ფორმულირებული არომატი;
ღვინის სენსორულ მახასიათებლებზე მოქმედი ფაქტორები.
მარიამ ხომასურიძე.
დღე - 19 დეკემბერი.
ღვინის ზადი და ნაკლი;
ღვინის ოქსიდაცია, დაძმარება, ღვინის დამჟავება, დიაცეტილი,თაგვის გამონაკრავი, ცხოველური ტონი, ბიოგენური ამინები.
ნემსიწვერას ტონი, საცობის,ობის, შმორის, მიწისა და სოკოს ტონები და ღვინის სხვა დეფექტები.
მარიამ ხომასურიძე.
დღე - 20 დეკემბერი.
ღვინის დაცვა ოქსიდაციისა და სხვა დეფეტებისაგან.
ღვინის გემოვნური თვისებები, ტანინები, მანოპროტეინებისა და სხვა მასალები, მათი ზეგავლენა ღვინის სენსორულ მახასიათებლებზე.
მზია ბითაძე.
დღე-21 დეკემებრი.
ღვინის საფუვრები
ღვინის მადუღარი, არამადუღარი საფუვრები, ველური და კულტურული საფუვრები. მათი გავლენა ღვინის სენორულ მახასიათებლებზე.
საფუვრების ზრდის შემაფერხებელი ფაქტორები. სპონტანური დუღილი. საფუვრების განვითარება და აქტივაციის პირობები, მოთხოვნები საკვებისა და სარსებო გარემოს მიმართ.
ნინო გაგელიძე.
დღე-22 დეკემბერი.
ღვინის დაავადების გამომწვევი ბაქტერიები და საფუვრები.
რძემჟავა ბაქტერიები და რძემჟაური დუღილი. ვაშლმჟავასა და ლიმონმჟავას და მეტაბოლიზმი.
აერობული და ანაერობული ბაქტერიებით, საფუვრები, სოკოები და ღვინის მიკრობული დაავადებები.
ნინო გაგელიძე.