
რეკრუტინგის ჰაბი
ტალანტების მოძიების ჰაბირეკრუტინგის სააგენტოს ახალი ფორმატი
პროექტის მოკლე აღწერა
პროექტი ითვალისწინებს სპეციალიზირებული რეკრუტინგის მექანიზმების ინტეგირებას, რომლის ძირითადი ფუნქცია მდგომარეობს, სამსახურის მაძიებელთა მომზადებაში და შემდგომ დასაქმებაში-სექტორულ ჭრილში.
მეღვინეობა-მევენახეობისდარგში სამსახურის მაძიებელთა მომზადება განხორციელდება დღეისათვის შრომის ბაზარზე არსებული ყველაზე მოთხოვნად შემდეგი პროფილის სპეციალობებზე:
გაყიდვების მენეჯერი / სატელეფონო ოპერატორი / გაყიდვების კონსულტანტი / მერჩენდაიზერი / დისტრიბუტორი
კანდიდატების მომზადება მოხდება უფასოდ და თანამედროვე ტრენინგ-პროგრამების საშუალებით.
რეკრუტინგ ჰაბის ძირითადი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს - ჰაბის მიერ მომზადებული პერსონალის კომპანიებში დასაქმების ხელშეწყობა, ხოლო-დამსაქმებლის მიერ გადახდილი საკომისიო გასამრჯელო იქნება ჩვენი ანაზღაურების ნაწილი.
v პროექტის უპირატესობები
a) -რეკრუტინგ ჰაბის სპეციალიზაცია კონკრეტული დარგობრივი სპეციალობების მიმართულებით და კანდიდატების მომზადების და დასაქმების მიმართ განსხვავებული მიდგომა;
b) - მოთხოვნადი კადრების მომზადების უნიკალური პროგრამები და მომზადებული პერსონალის მაღალი კვალიფიკაცია და კონკურენტული უპირატესობები;
c) - სამსახურის მაძიებელთა უფასო მომსახურეობა;
d) - დამსაქმებელი კომპანიებისათვის, კადრების შერჩევასთან დაკავშირებული - დროის და კადრების მომზადების რესურსების ეკონომია;
მოცემული პროექტის რეალიზაციის შემთხვევაში, მიიღწევა „სინერგიის ეფექტი“, რომელიც მდგომარეობს სამსახურის მაძიებელთა მიერ მიღწეულ საკვალლიფიკაციო დონის და დამსაქმებელი კომპანიების მოთხოვნების თანხვედრას მევენახეობა-მეღვინეობის სექტორში.
ამასთან ერთად, მიღწეული იქნება სოციალური ეფექტი, ქვეყანაში არსებული უმუშევრობის ფონზე, ადამიანების მიერ მოთხოვნადი სპეციალობების მიღებით და რეალური დასაქმებით.
პროექტის ეკონომიკური პარამეტრები:
მომზადების ეტაპის დასახელება (კვირა)
1. რეკრუტინგ ჰაბის მხრიდან დარგით დაინტერესებული კადრების მოზიდვა - პირველი;
2. რეკრუტინგ ჰაბის მხრიდან ინდივიდუალიზებული კონტენტის მომზადება - მეორე;
3. პერსონალის ანკეტირება და ხელშეკრულებების მომზადება - მესამე;
ტრენინგ-პროგრამების მოდულების წაყვანა - მეოთხე;
სარეკლამო მასალების განთავსება - მეხუთე;
შერჩეული პერსონალის მომზადება - მეექვსე;
დამსაქმებელ კომპანიებთან კონტაქტების დამყარება და საპრეზენტაციო მასალების გადაგზავნა - მეშვიდე;
დარგის წამყვან კომპანიებთან ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულებების გაფორმება - მერვე.
მეღვინეობა-მევენახეობის დარგში კადრების გადამზადება წამყვან სფეროებში