wishlist0

მეღვინეობა უჩას ღვინო

მეღვინეთა ჰაბი ერთ ლამაზ ისტორიად
150b 50b

უჩას ღვინო გთავაზობთ ღვინის ტურს, კაცი 50 ლარი. 

დააგემოვნებთ ბიო ღვინოს:

🍷 რკო თეთრი - 2021 წლის მოსავალი - ქვევრი, მშრალი, გაუფილტრავი, მუქი ჩალისფერი, ოქროსფერი ელფერით - ალკოჰოლი 11.5% - საჩხერე, სოფელი მახათაური - ღვინოს ძალზე სასიამოვნო და ხალასი არომატები აქვს - ხასიათდება ციტრუსის, თეთრი ხურტკმელის, თეთრი ბლის, მცენარეული არომატით - საშუალო სხეული, ნაზი სასიამოვნო გემო დაბოლოებაში - მაღალმჟავიანი - ხანგრძლივი დაბოლოებით… 🍇

ვიმოგზაუროთ საქართველოსთვის" - აღმოაჩინე შენი ქვეყანა… 🥰🥰🥰

 უჩა მაჭარაშვილის მარნისკენ მიმავალი ღვინის გზა შთამბეჭდავია - იმერული ეზოს შუაგულში ჩადგმული ხის ოდა, ტერასებიდან ულამაზესი პეიზაჟების ცქერა, წითელი და თეთრი რკოსგან წარმოებული ღვინო, ქვევრში მოწყობილი ბუხარი, იმერული სამზარეულოს მასტერკლასები და "წერეთლის მწვადი" ს სავიზიტო ბარეთებია...

 🌎 მახათაური - სოფელი საქართველოში, ზემო იმერეთი, საჩხერის მუნიციპალიტეტში❗❗❗

✅ უჩამ მეღვინეობაზე ფიქრი რამდენიმე წლის წინ დაიწყო - შთაგონების წყარო, მეუღლის მამაპაპისეულ მიწაზე შემორჩენილი ძველი მარანი და საუკუნოვანი ქვევრები გახდა - 2018 წლიდან, ოჯახური ტრადიცია, მიმზიდველ და ემოციურ იმერულ გარემოდ აქცია...

📢 უჩას ღვინოები აუცილებლად უნდა დააჭაშნიკოთ...

🍇 ციცქა-ცოლიკოური

🍇 თეთრი და წითელი რკო

🍇 რკო-ციცქა-ცოლიკოური-ძელშავი

🍇 ძელშავი წითელი და ძელშავის როზე

✅ ჯიშური არომატების ჰარმონიული შერწყმა, ღვინის მოყვარულებს აუცილებლად გაგაოცებთ...

აღმოაჩინე ის, რაც შენია... 🙌

ქართული სამზარეულო და ღვინო



to-top