
ღვინო საუკეთესო ინსტრუმენტი საქართველოს წარმოსაჩენად მსოფლიოში
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სპეციალურად ამერიკული ტელეკომპანია #CNN-ისთვის ქართული ღვინის შესახებ ვიდეორგოლი მომზადდა
მოლაპარაკებები ტელეკომპანია #CNN-თან მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და ასოციაციის „ქართული ღვინო“ წამომადგენლები შედიოდნენ. შეთანხმდა ვიდეორგოლის ძირითადი კონცეფცია, რომ მთავარი გზავნილი უნდა ყოფილიყო #ქართულიღვინის წარმოების უწყვეტი ტრადიცია, მარადიულ ღირებულებებთან ერთად.
ვიდეორგოლი, რომლის ხანგრძლივობა 30 წამია, ერთი თვის განმავლობაში, დღეში 6-ჯერ, #CNNinternational-ზე განთავსდება. არხი მსოფლიოს 200 ქვეყანაში მაუწყებლობს; ვიდეორგოლი დღეში 3-ჯერ გაეშვება #CNNNorthAmerica-ის ეთერშიც. #CNN-თან თანამშრომლობა ასევე მოიცავს ონლაინ კამპანიას, რაც გულისხმობს, ერთი თვის განმავლობაში, #CNN-ის ოფიციალურ გვერდზე: https://edition.cnn.com/travel, ქართული ღვინის შესახებ სტატიების გამოქვეყნებას.
https://www.facebook.com/nationalwineagency/videos/2624838661007218
იხილეთ მეტი ჩვენი ისტორიის შესახებ: